ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის დღევანდელ პირველ მატჩში არგენტინის ნაკრებმა გაიმარჯვა

მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მასპნიძლობს, დღეს არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა დაამარცხა სამხრეთ კორეის გუნდი, ანგარიშით 4:1. დღეს გაიმართება კიდევ ორი მატჩი - ნიგერიისა და საბერძნეთის ეროვნულ გუნდებს, აგრეთვე საფრანგეთისა და მექსიკის ნაკრებ გუნდებს შორის.