ევროკავშირის ლიდერები მკაცრი საბიუჯეტო წესების კურსზე შეთანხმდნენ

ევროპის კავშირის ლიდერებმა დღეს ბრიუსელში გამართულ სამიტზე მიაღწიეს შეთანხმებას მკაცრი საბიუჯეტო წესების და ეკონომიკურ პოლიტიკაში უფრო ახლო თანამშრომლობის გარშემო, რათა არ განმეორდეს ევროს ზონის კრიზისი. მათ დაადგინეს, რომ თუკი მომავალში, რომელიმე ქვეყანა, არ შეასრულებს ევროკავშირის პირობებს, მას მკაცრ სანქციებს დაუწესებენ. მათვე გადაწყვიტეს, რომ ესტონეთი შეიძლება გახდეს ევროს ზონის წევრი. დადებითად გადაწყდა ასევე ისლანდიის ევროკავშირთან შეერთების შესახებ მოლაპარაკების დაწყების საკითხი.