მთიანი ყარაბაღის მახლობლად აზერბაიჯანელი ჯარისკაცი მოკლეს

აზერბაიჯანის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის მახლობლად მისი ჯარისკაცი მოკლეს სომხეთის ჯარებთან შეტაკების დროს. საინფორმაციო სააგენტო "ფრანს პრესი" აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივნისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ 19 წლის ჯარისკაცი ოთხშაბათს დაიღუპა მას შემდეგ, რაც სომეხმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბიაჯანელების პოზიციებს ფიზულის რაიონში, რომელიც მთიან ყარაბაღს ესაზღვრება.