ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მასპინძლობს, ჰოლანდიის ნაკრებმა დაამარცხა იაპონიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 1:0. ფრედ, 1:1 დამთავრდა ავსტრალიისა და განის გუნდების მატჩი. ხოლო შაბათის მესამე შეხვედრა, კამერუნისა და დანიის ნაკრებ გუნდებს შორის, დანიის გამარჯვებით, 2:1 დამთავრდა.