ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე პარაგვაის ნაკრებმა სლოვაკეთის გუნდი დაამარცხა

ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მასპინძლობს, პარაგვაის ნაკრებმა დაამარცხა სლოვაკეთს ეროვნული გუნდი, ანგარიშით 2:0. დღეს იმართება კიდევ ორი შეხვედრა - იტალიისა და ახალი ზელანდიის, აგრეთვე ბრაზილიისა და სპილოს ძვლის ნაპირის ეროვნულ გუნდებს შორის.