ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის გუნდმა მეორე გამარჯვება მოიპოვა

ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მასპინძლობს, ბრაზილიის ნაკრებმა სპილოს ძვლის ნაპირის ეროვნული გუნდი დაამარცხა, ანგარიშით 3:1. ეს ბრაზილიელების ორი მატჩიდან მეორე გამარჯვებაა კორეის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებთან შეხვედრაში 15 ივნისს მოპოვებული წარმატების შემდეგ. კვირას გაიმართა კიდევ ორი შეხვედრა: პარაგვაის ნაკრებმა სლოვაკეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა ანგარიშით 2:0, იტალიისა და ახალი ზელანდიის გუნდებმა კი ფრედ, 1:1 ითამაშეს.