მერვედფინალში გავიდნენ არგენტინის და სამხრეთ კორეის ნაკრებებიც

ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, დღეს A და B ჯგუფებს ბოლო მატჩები გაიმართა. ურუგვაის ნაკრებმა მექსიკის გუნდი დაამარცხა, ანგარიშით 1:0, ხოლო სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა 2:1 სძლია საფრანგეთის ეროვნულ გუნდს. შედეგად, ურუგვაისა და მექსიკის გუნდები მერვედფინალში გავიდნენ. გაიმართა B ჯგუფის ბოლო ორი მატჩიც: ნიგერიისა და სამხრეთ კორეის შეხვედრა დასრულდა ფრედ, 2:2, ხოლო საბერძნეთი დაამარცხა არგენტინამ ანგარიშით 2:0. B ჯგუფიდან მერვედფინალში გავიდნენ არგენტინის და სამხრეთ კორეის გუნდები.