რუსეთის პრეზიდენტი კალიფორნიაშია

რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი სან ფრანცისკოში ჩავიდა. დღეს ის ”ტვიტერის” დამფუძნებლებს შეხვდება, ვიდრე ”სილიკონის ველს” ესტუმრება და იქ მაღალი ტექნოლოგიების კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდება. დაგეგმილია მედვედევის გამოსვლა სტენფორდის უნივერსიტეტში. კალიფორნიიდან მედვედევი ვაშინგტონში ჩავა ბარაკ ობამასთან შესახვედრად, საიდანაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები კანადაში გაემგზავრებიან ”დიდი რვიანისა” და ”დიდი ოცეულის” სამიტებში მონაწილეობის მისაღებად.