ანტიკრიზისული საბჭო მუშაობას განაახლებს


ანტიკრიზისული საბჭო დღეიდან მუშაობას განაახლებს. საბჭოს სხდომაზე დღეს იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ ინფორმაციას მოისმენენ. კერძოდ, აფხაზეთიდან დევნილთა მდგომარეობაზე ინფორმაციას საბჭოს წევრებს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა მიაწვდის, სამაჩაბლოდან დევნილებზე კი მოხსენებას საბჭოს ხელმძღვანელი გია თორთლაძე, საბჭოს ექსპერტების დასკვნაზე დაყრდნობით გააკეთებს.