ყირგიზეთის ოპოზიციას ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი აეჭვებს

ყირგიზეთში 27 ივნისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გამო ეჭვი გამოთქვა ოპოზიციამ, რომელსაც მოქალაქეთა 70%-იანი აქტივობის არ სჯერა. თავის მხრივ, რეფერენდუმი დადებითად შეაფასა ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს მეთვალყურეთა მისიამ. მისმა ხელმძღვანელმა ბორის ფრლეკმა ბიშკეკში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ სირთულეების მიუხედავად, ყირგიზეთის ხელისუფლებამ რეფერენდუმის მშვიდობიანად ჩატარების პირობები შექმნა. ეუთოს მისიის შეფასებით, ხარვეზების მიუხედავად, მოქალაქეთა აქტივობა მაღალი იყო და მათ მხარი მშვიდობიან და დემოკარტიულ მომავალს დაუჭირეს.