თურქეთის ავიაციამ ერაყში ქურთი მეამბოხეების პოზიციები დაბომბა

დღეს თურქეთის თვითმფრინავებმა ქურთი მეამბოხეების სავარაუდო ბაზები დაბომბეს ერაყის ჩრდილოეთში, რაც პასუხია მეამბოხეთა მზარდ თავდასხმებზე. დაბომბვა დაადასტურა „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ და ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა - არბილის პროვინციის სიდაკანის ოლქის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.