ავღანეთისა და ნატოს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, დღეს რამდენიმე თალიბი დახოცეს მას შემდეგ, რაც მათ იერიში განახორციელეს ნატოს აეროდრომზე აღმოსავლეთ ავღანეთში. პროვინციის გუბერნატორის პრეს-მდივნის განცხადებით, სულ ცოტა, ერთმა მოიერიშემ ააფეთქა დანაღმული ავტომანქანა აეროდრომის ჭიშკართან ჯალალაბადში, რომელიც პაკისტანის მოსაზღვრე ნანგარჰარის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია. თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივნის განცხადებით, იერიშის დროს რვა მეამბოხე დაიღუპა, დაიჭრა ნატოს და ავღანეთის თითო-თითო ჯარისკაცი.