გადადგა ატომური ენერგეტიკის საერთაშორსო სააგენტოს მთავარი ინსპექტორი

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ბირთვულ სფეროში მთავარი ინსპექტორი, ოლი ჰეინონენი, რომელიც კვლევას აწარმოებდა სირიასა და ირანთან დაკავშირებით, უწყებაში 30-წლიანი სამსახურის შემდეგ დატოვებს თანამდებობას პირადი მიზეზით. ცნობით, ჰეინონენი პოსტს აგვისტოს ბოლოს დატოვებს. ის პასუხმიგებელი იყო ბირთვული პროგრამებისთვის, სამხედრო სფერო მას არ ეხებოდა.