ქურთ მეამბოხეეთან შეტაკებაში 15 ადამიანი დაიხოცა

თურქეთის მედიის ცნობით, 15 ადამიანი დაიხოცა თურქეთის არმიასა და ქურთ სეპარატისტებს შორის შეტაკებისას სამხრეთ თურქეთში. "ანატოლიის" ახალი ამბების სააგენტოს ცნობით, დახოცილთა შორის 11 ქურთი მეამბოხეა, ასევე დაიღუპა ერთი ჯარისკაცი და მთავრობის მომხრე ქურთული რაზმის სამი წევრი.