პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობას გამოუცხადებს

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს შეეხო – ზურაბ პოლოლიკაშვილს ვერა ქობალია ცვლის. რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე დავით ტყეშელაშვილს რამაზ ნიკოლაიშვილი ცვლის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ახალ სამინისტროს კი სათავეში ლადო ვარძელაშვილი ჩაუდგება.