5 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა ავღანეთის ქალაქ კუნდუზში

5 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა ავღანეთის ქალაქ კუნდუზში ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციის ოფისზე ტერორისტების თავდასხმის შედეგად. ადგილობრივ ხელისუფალთა ცნობით, თავის აფეთქება 6-დან მხოლოდ ერთმა ტერორისტმა მოასწრო, დანარჩენების ლიკვიდირება კი ავღანელმა და ამერიკელმა სამხედროებმა შეძლეს. თავდასხმის პასუხისმგებლობის შესახებ მოძრაობა ”თალიბანმა” განაცხადა.