პაკისტანის ქალაქ ლაჰორში 42 ადამიანი შეიწირა სუფიზმის მიმდევართა წინააღმდეგ მიმართულმა აფეთქებებმა

პაკისტანის ქალაქ ლაჰორში, ბოლო ინფორმაციით, სულ ცოტა, 42 ადამიანი დაიღუპა ორი თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქებების შედეგად. დაჭრილია, სულ ცოტა, 180 ადამიანი. აფეთქებები ხუთშაბათს მოეწყო და მიმართული იყო სუფიზმის მიმდევართა ტაძრის წინააღმდეგ. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია, მაგრამ ცნობილია, რომ ისლამისტი ექსტრემიტები მკრეხელობად მიიჩნევენ სუფიზმს, აქამდე კი ექსტრემისტებს არაერთი თავდასხმა აქვთ განხორციელებული ისლამის არა-სუნიტური განშტოებების მიმდევართა წინააღმდეგ. ერთი თვის წინ, 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა აჰმადის მიმდევართა მეჩეთებზე თავდასხმების შედეგად.