ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტი ჰოლანდიის გუნდი გახდა

ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ჰოლანდიის ნაკრებმა 2:1 დაამარცხა ბრაზილიის გუნდი, რომელიც მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია და ამ შეხვედრის ფავორიტად ითვლებოდა. დღეს იმართება კიდევ ერთი მეოთხედფინალური მატჩი, ურუგვაი - განა. განა ერთადერთი აფრიკული ქვეყნის გუნდია, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.