ბაქოში პოლიცია სასტიკად გაუსწორდა ოპოზიციის ორი აქციის მონაწილეებს

ბაქოში პოლიცია სასტიკად გაუსწორდა ოპოზიციის ორი აქციის მონაწილეებს. დემონსტრანტები ითხოვდნენ შეკრების თავისუფლებას და დემოკრატიულობის უზრუნველყოფას ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე. პოლიტიკური ბლოკების, „თავისუფლებისა“ და პარტია „მუსავათის“, აქციები შაბათს ერთდროულად მიმდინარეობდა ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში.