ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

ევროპის ჩემპიონმა, ესპანეთის ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ტურნირის ბოლო მეოთხედფინალში ესპანელებმა იოჰანესბურგში დაამარცხეს პარაგვაის ეროვნული გუნდი (1:0) და 7 ივლისს, ნახევარფინალში გერმანიის ნაკრებს შეხვდებიან. მეორე ნახევარფინალურ მატჩში, 6 ივლისს, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ჰოლანდია და ურუგვაი.