ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ კვლავ გამოთქვა პალესტინელებთან პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების სურვილი. პრემიერის თქმით, ეს თემა ერთ-ერთი უმთავრესი იქნება მომავალი კვირის მოლაპარაკებებზე, რომელსაც ის ვაშინგტონში გამართავს შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან. პალესტინელები მოლაპარაკებების განახლების პირობად მოითხოვენ, რომ მთლიანად გაიყინოს პალესტინურ ტერიტორებზე ებრაული დასახლებების მშენებლობა.