აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თბილისს ესტუმრა

თბილისის აეროპორტში 11:40 წუთზე დაეშვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თვითმფრინავი. მას დახვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, მისი მოადგილე გიგა ბოკერია, საქართველოს ელჩი აშშ-ში ბათუ ქუთელია, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი. აეროპორტიდან ჰილარი კლინტონი ლიდერ ქალებთან შეხვედრაზე გაემგზავრა. ეს შეხვედრა გაიმართება ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოხსენებას წაიკითხავს.