რუსეთის ალტაის მხარეში აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ალტაის მხარეში სამხედრო პოლიგონზე აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. აფეთქება 3 ივლისს მოხდა, თუმცა, ინფორმაცია მხოლოდ დღეს გავრცელდა. რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, საბრძოლო მასალების და დენთის უტილიზაციისას მომხდარი აფეთქების შედეგად, დაიღუპა ორი ოფიცერი და ოთხი სამოქალაქო პირი. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ გამოიწვია.