პოლიციამ მომღერალი ჯორჯ მაიკლი დააკავა საჭესთან სიმთვრალისთის

ლონდონის პოლიციამ 47 წლის მომღერალი ჯორჯ მაიკლი დააკავა სიმთვრალისას მანქანის მართვისათვის. ის სამ გაჩერებულ მანქანას დაეჯახა და მიმალვა სცადა, თუმცა ცოტა ხანში შენობას შეეჯახა. 2007 წელს ჯორჯ მაიკლს ორი წლით ჩამოართვეს მართვის მოწმობა მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მანქანის ტარებისას გააჩერა.