ბრიტანეთი გამოიძიებს ბრალდებებს წამების გამოყენების თაობაზე

პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა სამშაბათს განაცხადა, რომ ბრიტანეთი გამოიძიებს ბრალდებებს, რომლის თანახმადაც ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენლები საზღვარგარეთ წამების მეთოდებს იყენებდნენ ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების მიმართ. ამის თაობაზე კამერონმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. ბოლო ხანს პალესტინური წარმომავლობის ბრიტანეთის რამდენიმე მოქალაქემ განაცხადეს, რომ პაკისტანში პატიმრობისას მათ სასტიკად ექცეოდნენ - მათ შორის ბრიტანეთის სპეცაგენტებიც. ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ არავის მისცემს ინფორმაციის მისაღებად წამების მეთოდის გამოყენების უფლებას.