ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

სამხრეთ აფრიკაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ფინალისტი გამოვლინდა. ჰოლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:2 სძლია ურუგვაის ეროვნულ ნაკრებს. მეორე ფინალისტის ვინაობა 7 ივლისს, გერმანიისა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებების ასპარეზობაში გამოვლინდება.