საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სისულელედ მიიჩნევენ აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის განცხადებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სისულელედ მიიჩნევენ ზოგიერთი აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის ვერსიას იმის შესახებ, რომ 17-მილიონიანი ვალის სანაცვლოდ, ერევანმა შესაძლოა, თბილისს მოსთხოვოს აშშ-ისა და ნატოსგან მიღებული იარაღი, რომელიც აგვისტოს ომისას არ გამოუყენებია. სააგენტო ”პირველს” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა განუცხადა, რომ მსგავსი ინფორმაციის სერიოზულად კომენტირებას არ აპირებს.