ცნობილი რუსი პიანისტი და დირიჟორი პედოფილიის ბრალდებას უარყოფს

ცნობილი რუსი პიანისტი და დირიჟორი მიხაილ პლეტნიოვი, რომელიც ტაილანდის პოლიციამ პედოფილიაში დაადანაშაულა, დღეს მოსკოვში გაემგზავრა. გირაოს გადახდის შემდეგ, ტაილანდის სასამართლომ პლეტნიოვს ქვეყნის დატოვების ნება საკონცერტო მოღვაწეობის გასაგრძელებლად დართო, თუმცა, 18 ივლისისთვის დაბრუნება მოსთხოვა. თავად მუსიკოსი მისთვის წარდგენილ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.