გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე

82 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე. არაერთი გამორჩეული მუსიკალური ნაწარმოების ავტორი მძიმედ ავადმყოფობდა. ბიძინა კვერნაძეს საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.