პაკისტანში 6 ადამიანი შეეწირა თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებას

პაკისტანის ავღანეთის მოსაზღვრე მოჰმანდის რაიონში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა. შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა და ასამდე - დაშავდა. ტერაქტი სოფელ იაკა ღუნდის ადმინისტრაციის შენობასთან მოხდა. მოჰმანდი ერთ-ერთია რამდენიმე რაიონს შორის, სადაც, სავარაუდოდ, ”ალ ყაიდისა” და თალიბანის მეომრები აფარებენ თავს. პაკისტანელმა სამხედროებმა ბოლო წლებში მათ წინააღმდეგ არაერთი ოპერაცია განახორციელეს, თუმცა, მეამბოხეებისგან რეგიონის სრულად გათავისუფლება ვერ შეძლეს.