ირანის პრეზიდენტი ასახელებს პირობას ვაშინგტონთან მოლაპარაკებების განახლებისთვის

ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი აცხადებს, რომ მზად არის განაახლოს აშშ-სთან თეირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები გარკვეული პირობით. ნიგერიაში, განვითარებადი ქვეყნების სამიტზე გამოსვლისას აჰმადინეჟადმა განმარტა, რომ თავდაპირველად ვაშინგტონმა უნდა გამოკვეთოს თავისი პოზიცია ისრაელის ბირთვული სტრატეგიის მიმართ.