სტუმრად ჩვენს ეთერში: გიგა ზედანია

გიგა ზედანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

9 ივლისს, თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ზედანია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ოთხ ახალ სადოქტორო პროგრამას წარადგენს - საქართველოს კვლევები, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის კვლევები, იდენტობის კვლევები და საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა სისტემების კვლევები. გიგა ზედანიას განცხადებით, აღნიშნული სადოქტორო პროგრამები უნიკალურია. მისივე თქმით, სტუდენტების მიღების რაოდენობა შეზღუდული არ იქნება, რადგან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ამის რესურსი გააჩნია.