შეერთებული შტატების სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა წყლის სიღრმეში ნავთობის მოსაპოვებლად ბურღვის შეჩერებაზე მანამ, სანამ ამ პროცესის მიზანშეწონილობა განხილვის საგნად რჩება. ახალი ჭაბურღილებით ბურღვის შეჩერება თეთრ სახლს სურს - სანამ გამოძიების პროცესშია 20 აპრილის აფეთქება, რომელმაც მექსიკის ყურეში დიდძალი ნავთობის ჩაღვრა გამოიწვია. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა თქვა, რომ მალე წყლის სიღრმეში ბურღვაზე ახალ მორატორიუმს დააწესებს.