გაერო გმობს სამხრეთ კორეის ხომალდის ჩაძირვას

გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო სამხრეთ კორეის საბრძოლო ხომალზე მიტანილი იერიში, რომელსაც 46 მეზღვაური შეეწირა. საბჭოს 15-ვე წევრის მიერ დამტკიცებულ განცხადებაში გამოთქმულია „ღრმა შეშფოთება“ სამხრეთ კორეის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო გამოძიების შედეგებზე - გამოძიებამ დაასკვნა, რომ 26 მარტს ხომალდის ჩაძირვა ჩრდილოეთ კორეულმა ტორპედომ გამოიწვია. თუმცა უშიშროების საბჭოს განცხადება ინციდენტში ჩრდილოეთ კორეას პირდაპირ არ ადანაშაულებს - ის მხოლოდ „პასუხისმგებელი ძალების მიმართ დროული და მშვიდობიანი ზომების“ გატარების მოწოდებით გამოდის.