სააკაშვილი იანუკოვიჩს დაბადების დღის მისალოცად ესტუმრა

უკრაინის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩაფრინდა, რათა პირადად მიელოცა დაბადების დღე ვიქტორ იანუკოვიჩისათვის. უკრაინის პრეზიდენტს 9 ივლისს 60 წელი შეუსრულდა. უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გრიგოლ ქათამაძის თქმით, უკრაინაში სხვა შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა. ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტად 7 თებერვალს აირჩიეს. საყოველთაო არჩვენების განმეორებით ტურში მან აჯობა ქვეყნის იმდროინდელ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი დაუფარავად უჭერდა მხარს. პრეზიდენტების რანგში სააკაშვილი და იანუკოვიჩი აქამდე ოფიციალურად არ შეხვედრიან ერთმანეთს.