პაკისტანში, თვითმკვლელთა ორი თავდასხმის შედეგად, 102 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში თვითმკვლელთა ორი თავდასხმის შედეგად, უკანასკნელი მონაცემებით, 102 ადამიანი დაიღუპა და 115 დაიჭრა. თავდასხმები მოხდა სოფელ იაკაღუნდის ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობასთან, პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, მომთაბარე ტომებით დასახლებულ რეგიონში. როგორც იტყობინებიან, ერთ-ერთი აფეთქების სიმძლავრე „უზარმაზარი“ იყო. ვარაუდობენ, რომ თავდასხმის სამიზნე იყვნენ ტომთა უხუცესები, რომლებიც თათბირს მართავდნენ თალიბების წინააღმდეგ ბრძოლაში გასამხედროებული რაზმების მონაწილეობის თაობაზე.