თბილისს ეწვივნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები

თბილისს ოთხდღიანი ვიზიტით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები მიკაელ იენსენი და კასტრიოტ ისლამი ეწვივნენ. სტუმრები შეხვდრებს შინაგან საქმეთა სამინისტროში, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანთან შეხვედრით დაიწყებენ. ასევე, იენსენი და ისლამი რუსთავში გაემგზავრებიან და შსს-ს მომსახურების სააგენტოს დაათვალიერებენ. ვიზიტის პირველ დღეს დაგეგმილია შეხვედრები ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საელჩოებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენელთა ჯგუფთან, მედიის წარმომადგენლებთან და ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.