უგანდაში მომხდარ აფეთქებას 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

უგანდის დედაქალაქში, კამპალაში მომხდარმა აფეთქებებმა 60 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. როგორც ადგილობრივი პოლიცია იტყობინება, აფეთქება ორ რესტორანში მოხდა, სადაც შეკრებილი საზოგადოება ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ადევნებდა თვალყურს. გარდაცვლილთა შორის არიან უცხოელებიც. ამ ეტაპისათვის აფეთქებების მოწყობაში ეჭვმიტანილია სომალის ერთ-ერთი უსასტიკესი დაჯგუფება ალ-შაბაბი. როგორც თეთრი სახლის სპიკერი ტომი ვიტორი აცხადებს, შეერთებული შტატები მზად არის ნებისმიერი სახის დახმარება გაუწიოს უგანდის ხელისუფლებას.