უკრაინამ და ნატომ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

შავი ზღვის რეგიონში უკრაინისა და ნატოს ერთობლივი სამხედრო წვრთნები „Sea Breeze 2010“ დაიწყო. ის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მანევრებს მოიცავს და 12 ქვეყნის წარმომადგენელი 3000-მდე სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობას ითვალისწინებს. წვრთნა ემსახურება მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მზადებას. "Sea Breeze"-ის მანევრები 1997 წლიდან მოყოლებული ტარდება უკრაინაში. უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გუნდმა, მართალია, წინა პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩნკოსაგან განსხვავებით, უარი თქვა ნატოში გაწევრიანებისაკენ მისწრაფებაზე, მაგრამ დაშვებულად გამოაცხადა ალიანსთან თანამშრომლობა.