დაღესტანში ევანგელიკური ეკლესიის ეპისკოპოსი მოკლეს

დაღესტანში, ოფიციალური პირების განცხადებით, ევანგელიკური ეკლესიის ეპისკოპოსი არტურ სულეიმანოვი მოკლეს. ამ წყაროს ინფორმაციით, მას ხუთშაბათს ესროლეს დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა. პოლიციის პრეს-მდივან ვიაჩესლავ გასანოვის განცხადებით, არტურ სულეიმანოვი იყო რუსეთში დაფუძნებულ კონფესია „ოსანას“ ეპისკოპოსი დაღესტანში. ამ რესპუბლიკის მოსახლეობის 90-მდე პროცენტს მუსულმანები შეადგენენ. პოლიციის პრეს-მდივანმა განაცხადა აგრეთვე, რომ მილიციელებმა ხუთშაბათს ორი ექტრემისტი მოკლეს ქალაქ ხასავიურტში შეტაკების დროს.