36 საუკეთესო მოსწავლე ლონდონში მიემგზავრება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საზაფხულო სკოლის იმ 36 მოსწავლეს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე წლის 24 ივლისს გაერთიანებულ სამეფოში ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლაში 2 კვირით გაემგზავრებიან. მოსწავლეები საგნობრივი ოლიმპიადებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსების მონაწილე 400-მდე მონაწილისაგან შეირჩნენ და უმრავლესობა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაა.