ცხინვალის რეგიონში ავტობუსის ავარიამ 11 ადამიანი შეიწირა

ცხინვალიდან ვლადიკავკაზში მიმავალი სამგზავრო ავტობუსი ხეობაში გადავარდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ავტობუსში სულ 25 ადამიანი იმყოფებოდა. ავარია ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მოხდა.