კლინტონი და გეიტსი სამხრეთ კორეაში იმყოფებიან

აშშ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი სამხრეთ კორეაში იმყოფებიან იმისათვის, რომ მოკავშირე სამხრეთი კორეის მიმართ მხარდაჭერა გამოხატონ. კორეის ნახევარკუნძულზე ვითარება დაძაბულია მარტის შემდეგ, როცა სამხრეთი კორეის გემის ჩაძირვას 46 მეზღვაური შეეწირა. ამ ინციდენტის გამო ჩრდილოეთ კორეას ედება ბრალი. კლინტონისა და გეიტსის ვიზიტი წინ უძღვის კვირას დანიშნულ აშშ-სამხრეთ კორეის საზღვაო წვრთნას. 25-28 ივლისს იაპონიის ზღვაში დაგეგმილ წვრთნაში მონაწილეობას მიიღებს 20 გემი, მათ შორის აშშ-ის 97 ათას ტონიანი სამხედრო თვითმფრინავმზიდი ”ჯორჯ ვაშინგტონი” და აგრეთვე 200 სამხედრო თვითმფრინავი.