თბილისში ბირთვული მასალების კონტრაბანდაზე მსჯელობენ

21-22 ივლისს თბილისში, სასტუმროში "ბეტსიში" იმართება ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებული კონფერენცია, რომელიც საქართველოში ბირთვული მასალების უკანონო გადაზიდვასთან ბრძოლას ეძღვნება. კონფერენციაზე განიხილება ბირთვული მასალების კონტრაბანდის აღკვეთისთვის გამიზნული აშშ-ისა და საქართველოს ერთობლივი სამოქმედო გეგმა. ამასთან, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსების შესაძლებლობას განიხილავენ. საერთაშორისო საზოგადოების თვალსაზრისით, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბირთვულ ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში.