გერმანიამ თავშესაფარი მისცა 12 ირანელ დისიდენტს

გერმანიამ თავშესაფარი მისცა 12 ირანელი დისიდენტს, რომლებმაც ირანი დატოვეს შარშან, ისლამურ რესპუბლიკაში სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, 12 პირი ნაწილია იმ 50-კაციანი ჯგუფისა, რომელიც ირანიდან თურქეთში გაიქცა რეჟიმის კრიტიკის გამო. გერმანიამ მათ თავშესაფარი მისცა „ჰუმანიტარული მოსაზრებით“.