ერაყში დააკავეს ალ ყაიდის წევრები

ერაყის ხელისუფლების ცნობით, დააკავეს ერაყში ალ ყაიდის, სავარაუდოდ სამი ლიდერი. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, გენერალ-მაიორის, ალ ასკარის თქმით, სამიდან ერთ-ერთი ალ ზაბვაია, ალ ყაიდის თვითგამოცხადებული თავდაცვის მინისტრი ერაყში. ორი დანარჩენი, ერაყში მომწყობილი ტერაქტების ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილი.