”იმერეთი” ავარიულად გამოირთო

26 ივლისს ავარიულად გამოირთო მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი - ”იმერეთი”. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) ინფორმაციით, ხაზის გამორთვამ აღმოსავლეთ საქართველოში ელექტრომომარაგების შეზღუდვა გამოიწვია. ამავე წყაროს ცნობით, აღდგენითი სამუშაოები და ქსელის დატვირთვა მიმდინარეობს და აბონენტებს ელექტროენერგია ეტაპობრივად მიეწოდებათ.