საქართველომ უკრაინის გემი დააკავა აფხაზეთის პორტში შესვლის გამო

საქართველოს სანაპირო დაცვამ დააკავა უკრაინის სატვირთო გემი და მისი ეკიპაჟის 12 წევრი, აფხაზეთის ნავსადგურში შესვლის გამო. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობით, ხორბლით დატვირთული გემი ფოთის პორტში დგას. მიმდინარეობს გამოძიება. საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს სეპარატისტულ რეგიონებთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, თუ ეს თბილისის თანხმობით არ ხდება.