სერბულმა ფილმმა სარაევოს კინოფესტივალის მთავარი პრიზი მოიპოვა

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი სერბულმა დრამამ, „ტილვა როსმა“ მოიპოვა. კინორეჟისორ ნიკოლა ლეზაიჩის ფილმი მოგვითხრობს ორ მოზარდზე, მათს ცხოვრებაზე აღმოსავლეთ სერბიის ქალაქში - მაღაროელთა ქალაქში, რომელშიც სულ უფრო მატულობს უმუშევართა რიცხვი. სერბს - მარკო ტოდოროვიჩს - ერგო საუკეთესო მსახიობისთვის განკუთვნილი ჯილდოც, "ტილვა როსში" შესრულებული როლისთვის. სარაევოს ფესტივალი ყველაზე მასშტაბური კინოფორუმია ბალკანეთის რეგიონში.