მიხეილ სააკაშვილი მიიწვიეს კოლუმბიის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად მიიწვიეს კოლუმბიის ახლადარჩეული პრეზიდენტის ხუან მანუელ სანტოს კალდერონის ინაუგურაციის ცერემონიაზე, რომელიც 7 აგვისტოს, ბოგოტაში გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, კოლუმბიის დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილის გამგზავრების საკითხი მოგვიანებით გადაწყდება.